გიორგი შერმადინის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე მეორე მატჩიც მოიგო 

15 ოქტომბერი 2025, 09:41 58 ნახვა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ბნეი ჰერცილა“ 108:85 დაამარცხა. ესპანელები მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და გამარჯვება არ გასჭირვებიათ. გიორგი შერმადინმა 16 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.

ქართველმა ცენტრმა 9-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ის თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში