თურქეთი 4-1 საქართველო

15 ოქტომბერი 2025, 09:58 99 ნახვა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი თურქეთთან გამართა. მატჩი თურქეთის ნაკრების გამარჯვებით 4:1 დასრულდა. თბილისში თურქეთმა 3:2 მოიგო, ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსის შესანარჩუნებლად საქართველოს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. თუმცა პირველ ტაიმში მასპინძლებმა დამაჯერებელი თამაშით სამბურთიანი უპირტესობა 35-ე წუთზე მოიპოვეს. გოლები გაიტანეს ილდიზმა, დემირალმა და აკგუნმა.

მეორე ტაიმში გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს. დემირალმა ანგარიში ოთხამდე გაზარდა, 69-ე წუთზე კიტეიშვილის პასით სხვაობა ქოჩორაშვილმა შეამცირა. ჩვენი ჯგუფის ლიდერმა ესპანეთმა, შინ, 4:0 დაამარცხა ბულგარეთი. ოთხ მატჩში ოთხი მოგებით ესპანელები ჯგუფის ლიდერები არიან. თურქეთი სამი მოგებით მეორეა და ასეც დარჩება.

საქართველოს ნაკრებს ოთხ მატჩში ერთი მოგება აქვს და ჯგუფში მესამე ადგილზეა. მეოთხეა ბულგარეთი – ოთხი მარცხით. საქართველო-თურქეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩს საქართველოს პრეზიდენტი შვილებთან და თურქ კოლეგასთან ერთად დაესწრო.

მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ქართველ ფეხბურთელებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში