NBA-ის​ ახალწვეულმა გოგა ბითაძემ შოუზე სუპერ მარიოს ფორმით იმღერა

14 ოქტომბერი 2019, 10:29 2096 ნახვა

NBA-ში სანამ სეზონი დაიწყება, სხვადასხვა შოუ იმართება და ერთ-ერთი ასეთი ღონისძიების მთავარი გმირიც გოგა ბითაძე გახდა. NBA-ის​ გასულ დრაფტზე არჩეულმა ახალწვეულებმა გულშემატკივართათვის შოუ დადგეს, სადაც პოპულარული ჰიტები შეასრულეს. გამარჯვებული კი  “ინდიანა პეისერსის” ქართველი ცენტრი გახდა.

ბითაძემ, კომპიუტერული თამაშის გმირ ''სუპერმარიოს'' ფორმაში გამოწყობილმა კრისტინა აგილერას სიმღერა, Genie In a Bottle შეასრულა და ქომაგების დიდი მოწონება დაიმსახურა. ბითაძის მთავარმა კონკურენტმა,  ზაიონ უილიამსმა სასიმღერო და ქორეოგრაფიული ნიჭი ვერ გამოავლინა. დრაფტზე პირველ ნომრად არჩეულმა “ნიუ ორლეანის” ახალწვეულმა უიტნი ჰიუსტონის I Wanna Dance with Somebody შეასრულა, თუმცა მელოდიას ვერ აჰყვა და სიმღერის ტექსტსაც ტელეფონიდან კითხულობდა.

“ინდიანა პეისერსმა” ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე, გასულ დრაფტზე მე-18 ნომრად აიყვანეს.

ვიდეო იხილეთ ლინკზე: https://www.facebook.com/watch/?v=927305274320630

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში