6 ტურისტი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი - 15 წუთიანი ქარიშხალი საბერძნეთში /ვიდეო/

12 ივლისი 2019, 12:09 14891 ნახვა

ვიდეო - გიორგი ბოკუჩავა

6 ტურისტი გარდაიცვალა, ხოლო 30-მდე ადამიანმა დაზიანებები მიიღეს საბერძნეთის კურორტ ჰალკიდიკის სანაპიროზე ძლიერი ქარიშხლის შედეგად. გარდაცვლილ ტურისტებს შორის არის ორი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც ნახევარკუნძულზე მშობლებთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდნენ - ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ძლიერი წვიმა, წყალდიდობა, ქარიშხალი - სტიქიური მოვლენა სალონიკის მახლობლად გუშინ გვიან ღამით განვითარდა. სტიქია სულ 15 წუთი გრძელდებოდა, თუმცა მას მსხვერპლი მოჰყვა. 

ქარიშხალმა გადახადა სახლებს სახურავები, ამოაბრუნა ავტომობილები, კოკისპირულმა წვიმამ და შტორმმა დააზიანა კაფეები, წყალი შევარდა სასტუმროებსა და რესტორნებში. 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ადგილზე 100 მეტი მაშველი მუშაობდა. 

გარდაცვლილი იპოვეს რუსეთის მოქალაქე 39 წლის მამაკაცი და მისი ორი წლის ბავშვი. სტიქია მათ სეირნობის დროს დაატყდათ თავს. BBC წერს, რომ მათ სავარაუდოდ ხე დაეცათ, რის შედეგადაც გარდაიცვალნენ. გარდაცვლილის მეუღლე და კიდევ ორი შვილი, სასტუმროში იმყოფებოდნენ.

დაიღუპა დედა და მცირეწლოვანი გოგონა რუმინეთიდან, მათ რესტორანის მოგლეჯილი სახურავის ნაწილი დაეცათ. ასევე, გარდაიცვალა ჩეხეთიდან წყვილი, ისინი ფურგონში იმყოფებოდნენ, რომელიც ძლიერმა ქარიშხალმა გადააბრუნა. ყველა მათგანი ტურისტი იყო. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საბერძნეთისვის ამ სახის სტიქიური მოვლენები პრეცედენტულია და მანამდე არასდროს დაფიქსირებულა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ  დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი