ჩემპიონთა ლიგის მიმოხილვა - ''ბარსელონას სასწაული'' /ვიდეო/

09 მარტი 2017, 00:00 2339 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის განმეორებითი მატჩები გაიმართა. კატალონიის ბარსელონა, ერთადერთი გუნდია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე შეძლო 4-0 ანგარიშის შემოტრიალება. ბარსელონამ პარიზულ გუნდს უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით 6:1 დაამარცხა. პირველი ტაიმი 2-0 დასრულდა, 3-ე წუთზე ლუის სუარესმა მეკარის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ტაიმის მიწურულს 40-ე წუთზე კურზავამ საკუთარ კარში გაიატანა გოლი. მეორე ტაიმის დასაწყისში ლიონელ მესიმ თერთმეტმეტრიანი გაიტანა და ანგარიში 3-0 გახადა. ბარსელონა ახლოს იყო მიზანთან მაგრამ ედისონ კავანიმ ერთი გოლი გაქვითა და 3-1 გახადა ანგარიში. აქ უკვე ყველას ყველაფერი დასრულებული ეგონა, მაგრამ ბრაზილიელმა ნეიმარმა საკუთარ თავზე აიღო თამაში და ჯერ 88-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და 90-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი. არბიტრმა 5 წუთი დაამატა თამაშს და სწორედ მეხუთე დამატებულ წუთზე ნეიმარის გადაცემით გოლი სერხი რობერტომ გაიტანა და საბოლოო ანგარიში 6:1 დააფიქსირა. ორი მატჩის ჯამში - ბარსელონა 6:5 პარისენჟერმენი.
გაიმართა მეორე თამაში დორტმუნდში, ბორუსიამ ბენფიკა მიიღო და 4:0 დაამარცხა, ჰეთრიკი შეასრულა ებამეიანგმა და ერთი გოლი პულისიჩმა ჩაიწერა თავის ანგარიშზე. ორი მატჩის ჯამში ბორუსია 4:1 ბენფიკა

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი