"ქართველებმა ეს გამარჯვება დაიმსახურეს" - იტალიის ნაკრების მწვრთნელი

11 ივლისი 2022, 10:40 3283 ნახვა

იტალიის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კირან ქროულიმ საქართველოს ნაკრებთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"საქართველოსთვის ძალიან დიდი დღეა და მათ ეს გამარჯვება დაიმსახურეს. ისეთივე დღეა საქართველოსთვის, როგორიც ჩვენთვის იყო კარდიფში, როცა უელსის ნაკრები დავამარცხეთ.

ერი? ეს არ არის საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ.
ეს გამარჯვება ქართული რაგბისთვის დაახლოებით ისეთივე რამეა, რაც ჩვენ განვიცადეთ უელსთან გამარჯვებით.

ეს იყო დიდებული შესაძლებლობა ბათუმისთვის და საქართველოსთვის. გულშემატკივარს არასდროს შეუწყვეტია თავისი გუნდის ქომაგობა. მას მერე, რაც იტალიის ნაკრების მწვრთნელი გავხდი, პირველად ვარ პრესკონფერენციაზე, რომელსაც ამდენი ჟურნალისტი ესწრება, ესეც მიუთითებს აქ სარაგბო ატმოსფეროზე და საოცარი გამარჯვებაა, როგორც ბათუმისთვის, ისე საქართველოსთვის". -  განაცხადა იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი ეშელონის მეტოქე ისტორიაში პირველად დაამარცხა. 

საქართველოს ნაკრები ამ გამარჯვების შემდეგ მსოფლიოს რაგბის რეიტინგში ისევ მე-12 ადგილზე გადავიდა. იტალია კი მე-14 ზე დაქვეითდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში