ქალთა საფეხბურთო კლუბმა ''ბათუმმა'' ლიგა ორის გათამაშებაში ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო.
ბათუმელები გასვლაზე წალკაში ‘’ეძანს’’ ესტუმრნენ და მეტოქე დიდი ანგარიშით 0-6 დაამარცხეს.
დუბლი ბოლქვაძემ და დიასამიძემ გაიტანა, ხოლო თითო გოლი ხავთასის და თავართქილაძის ანგარიშზეა.
5 ჩატარებულ შეხვედრაში გუნდმა 38 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 მიიღო.
‘’ბათუმი’’ სატურნირო ცხრილში უდანაკარგოდ 15 ქულით მეორე ადგილზეა.
პირველ პოზიციაზე მყოფ ‘’რაჭას’’ 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 18 ქულა გააჩნია.
შემდეგ ტურში ბათუმელები შინ სოხუმის ‘’დინამო 2’’ ს უმასპინძლებენ.