ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ქალაქ ჰალეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის პირველ ეტაპზე რუსი ჩოგბურთელი ანდრეი რუბლოვი დაამარცხა.
ნიკამ მსოფლიოს მე-8 ჩოგანს ორ სეტში ანგარიშით 7:6, 6:4 მოუგო და მერვედფინალში გავიდა.
ამ გამარჯვების შემდეგ ნიკოლოზმა ანდრეისთან ურთიერთშეხვედრებში წონასწორობა აღადგინა და 3:3 გახადა.
30 წლის ქართველი მერვედფინალში გერმანელ ოსკარ ოტესა და სერბ მიომირ კეჩმანოვიჩის შორის გამარჯვებულს შეხვდება.