საქართველო ფიფას მიმდინარე რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა

07 ივნისი 2022, 12:25 938 ნახვა

საქართველოს ნაკრების წარმატებული დასაწყისი ერთა ლიგის ახალ სეზონში ფიფას მიმდინარე რეიტინგშიც აისახა.

საქართველომ ბოლო დღეებში ორი შეხვედრიდან ორივე მოიგო და 10.87 ქულა დაიმსახურა.

ლაივ რეიტინგში კი ჩვენი ნაკრები 4 პოზიციით დაწინაურდა და ამ დროისთვის 81-ე ადგილზე იმყოფება.

საქართველოს ნაკრებს 1 287.18 ქულა გააჩნია და მის წინ მყოფ ბოლივიას 11 ქულით ჩამორჩება.

9 ივნისს ერთა ლიგის მე-3 ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მნიშვნელოვანი გასვლითი შეხვედრა ელოდება, ამის შემდეგ კი 12 ივნისს თბილისში ბულგარეთს მიიღებს.

ფიფა სანაკრებო პაუზის შემდეგ  23 ივნისს უკვე ოფიციალურ რეიტინგს გამოაქვეყნებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი