შოთა მიშველიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

31 მაისი 2022, 10:09 635 ნახვა

ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ფიცარნაგზე ორი ქართველი ძალოსანი, შოთა მიშველიძე და გოგა ჩხეიძე წარსდგნენ.

ევროპის ჩემპიონატზე შოთა მიშველიძემ საქართველოს ნაკრებს სამივე სინჯის  ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოუტანა. მიშველიძემ ატაცში 142 კილოგრამი დასძლია და ოქროს მედალი დაისაკუთრა! ძალოსანმა აკვრაში 165 კილოგრამის ძლევით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 307 კილოგრამით კი ვიცე-ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ძალოსანმა 61 კილოგრამიანი წონითი კატეგორია შეიცვალა და 67 კილოგრამში ეს მისი პირველი ასპარეზობა იყო. მიშველიძემ ატაცის ოქროს მედალთან ერთად საქართველოს რეკორდი ორი კილოგრამით გააუმჯობესა, რომელიც შარშანდელ ევროპის ჩემპიონატზე გოგა ჩხეიძემ დაამყარა. გოგა ჩხეიძემ ატაცში 137 კილოგრამი დასძლია და მეოთხე ადგილი დაიკავა.

აკვრაში კი 159 კილოგრამს გაართვა თავი და მეექვსე პოზიციაზე გავიდა, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 296 კილოგრამით კი საბოლოოდ მეოთხე ადგილი დაიკავა. დღეს  73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ოლიმპიური ჩემპიონის გიორგი ასანიძის ვაჟი კახი ასანიძე იასპარეზებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი