‘’სასკოლო ფესტივალი ხელბურთში’’ - ჩემპიონატი ბათუმის ახალ სპორტულ კომპლექსში გაიმართა. მასში მონაწილეობას ბათუმის სხვადასხვა სკოლის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები იღებდნენ.
ფესტივალის მიზანი ხელბურთის პოპულარიზაციის გაზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა იყო.