ფესტივალი მინი ხელბურთში

15 მაისი 2022, 16:59 987 ნახვა

მინიხელბურთში სასკოლო ფესტივალმა სტარტი დღეს პირველად აიღო. ბათუმის ახალ სასპორტო დარბაზში გამართულ ტურნირში ბათუმის 22 სხვადასხვა სკოლიდან 200-მდე ბავშვი მონაწილეობდა.

ჩემპიონატის მიზანი და ამოცანა ოლიმპიური გუნდური სახეობის, ხელბურთის საწყისი უნარ-ჩვევების სწავლება და მასში ახალი მეთოდების დანერგვაა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში