ბათუმის საკალათბურთო კლუბმა ''სუპერლიგის'' ნახევარფინალური სერიის მეორე შეხვედრაც დათმო.
ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართული მატჩი ბუბა ბერიშვილის გუნდმა ''ქუთაისსთან'' ამჯერადაც ოვერტაიმში ანგარიშით 96-90 წააგო.
სერიის მეორე დაპირისპირების ძირითადი დრო ფრედ 77-77 დასრულდა.
ბათუმელთა რიგებიდან კაილი რიდლიმ 22 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.
ბექა ბექაურმა კი 18 ქულა, 9 მოხსნა, 1 გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა აქტივში.
სერიის მესამე დაპირისპირებას17 მაისს უკვე ბათუმი უმასპინძლებს. ეს მატჩი ბათუმის სპორტის სასახელში 18:00 საათზე დაიწყება.
დებულების თანახმად საჭიროების შემთხვევაში სერიაში დამატებითი მატჩები დაინიშნება, თუ კი ერთ-ერთ გუნდს 3 მოგება არ დაუგროვდება.