საბა ასანიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

06 მაისი 2022, 22:58 1144 ნახვა

საბერძნეთში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძალოსნობაში საქართველოს პირველი მედალი საბა ასანიძემ მოუპოვა.

ასანიძემ ორჭიდში ბრინჯაოს, აკვრაში კი ოქროს დაეუფლა. 81 კგ წონით კატეგორიაში საბამ ატაცში ორი ცდა გამოიყენა, ჯერ 137 კგ დააფიქსირა, მერე 141 კგ და ამ დისციპლინაში მე-6 ადგილს დასჯერდა.

ქართველმა ძალოსანმა 176 და 183 კგ დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა. ორჭიდში ასანიძეს 324 კგ დაუგროვდა, რაც საბოლოო ჯამში ბრინჯაოს მედლის მოსაგებად აღმოჩნდა საკმარისი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი