სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში ქართული რეკორდი გააუმჯობესა

11 აპრილი 2022, 10:29 973 ნახვა

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში  ქართული რეკორდი გააუმჯობესა.

მილუოკი ბაქსის  ქართველმა  ფორვარდმა კლივლენდ კავალიერსთან მატჩში 28 ქულა ჩააგდო და 1 ქულით გააუმჯობესა ზაზა ფაჩულიას რეკორდი.

ზაზამ 27 ქულა 2007 წლის 7 მარტს ვაშინგტონ უიზარდს ჩაუგდო.

მამულაშვილმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 43 წუთში 28 ქულას 13 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა  მიითვალა.

გარდა სარეკორდო ქულევისა სანდრომ NBA-ში პირველი ორმაგი დუბლიც შეასრულა.

მიუხედავად ქართველის კარგი თამაშისა მილოუკი 115:133 დამარცხდა.

ამ დროსთვის მილუოკი 51 მოგებით და 31 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება და ფლეოფისთვის დაიწყებს მზადებას.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში