ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ, რადიაციის მონიტორებმა მუშაობა შეწყვიტეს. ინფორმაციას Fox news-ი ავრცელებს. სააგენტომ აღნიშნა, რომ რეგიონში აღარ არიან მეხანძრეები, რათა დაიცვან ტყეები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში, დაბინძურებული იყო. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ რისკების ერთობლიობა შესაძლოა ნიშნავდეს რადიაციის გავრცელების კონტროლის შესაძლებლობის მნიშვნელოვან გაუარესებას მომდევნო კვირებსა და თვეებში, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.