ილია თოფურიამ UFC-ის ღონისძიებაზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა

20 მარტი 2022, 00:58 1142 ნახვა

ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ლონდონში გამართულ UFC-ის ღონისძიებაზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

ქართველის მეტოქე 33 წლის ინგლისელი ჯეი ჰერბერტი იყო, რომელიც ილიამ მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

პირველი რაუნდი უმეტესად ინგლისელის უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე რაუნდის დაწყებიდან 8 წამში თოფურიამ ჰერბერტი გათიშა და ყველზე პრესტიჟულ საბრძოლო ორგანიზაციაში მოგებათა სერიით აგრძელებს ასპარეზობას.

25 წლის ქართველმა მებრძოლმა მანამდე იუსუფ ზალალის, დეიმონ ჯექსონს და რაიან ჰოლის მოუგო.

საბრძოლო კარიერაში ილიას 12 დან 12 გამარჯვება აქვს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში