გოგა ბითაძემ NBA-ში პირადი რეკორდი გააუმჯობესა

19 მარტი 2022, 09:54 1125 ნახვა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გოგა ბითაძემ ამიერიკის საკალათბურთო ასოციაციაში პირადი რეკორდი გააუმჯობესა.

ქართველმა ცენტრმა "ჰიუსტონის" წინააღმდეგ 23 ქულა ჩააგდო და მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო.

22 წლის ბითაძის მონაგარი 26 წუთში 23 ქულა, 9 მოხსნა,  3 გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო.

საბოლოო ჯამში გოგას "ინდიანამ" მეტოქე "ჰიუსტონი" 3 ქულიანი სხვაობით 118-121 დაამარცხა.

შეგახსენებთ რომ აქამდე ბითაძემ ერთ მატჩში 20 ქულის ჩაგდება შეძლო.
24 მოგებითა და 47 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს.

მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 20 მარტს, “პოტლენდთან” შინ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი