ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ტურნირის გამოეთიშა

15 მარტი 2022, 11:00 971 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის 1000 ქულიან ტურნირს მესამე ეტაპიდან გამოეთიშა.

მეთექვსმეტედფინალში ნიკოლოზი ბრიტანელ კამერონ ნორის დაუპირისპირდა და სამ სეტში ანგარიშით 6:3, 3:6, 1:6 დამარცხდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა შარშან ფინალში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღება ვერ მოახერხა.
მატჩი 1:44  საათი გაგრძელდა.

ინდიან უელსის მერვედფინალში ბრიტანელი ნორი ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბის  დაუპირისპირდება.

ATP ლაივ რეიტინგში პირველობა დაიბრუნა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. ბასილაშვილი კი 2 პოზიციით დაქვეითება და მეოცე ადგილზე გადაინაცვლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი