საქართველოს ქალთა თასის ტიტულისთვის "ლანჩხუთი" და ხობის "კოლხეთი“ იბრძოლებენ.
ნახევარფინალში ''ლანჩხუთი'' თბილისში ''ნიკეს'' ესტუმრა და დამატებით დროში 0-2 მოუგო.
მეორე ნახევარფინალში ხობის "კოლხეთმა" კი ზუგდიდის ''ფენიქსი'' დიდი ანგარიშით 6-0 დაამარცა და თასისი ფინალში პირველად გავიდა.
საქართველოს ქალთა თასის ფინალური მატჩი "ლანჩხუთსა" და ხობის "კოლხეთს" შორის 19 მარტს შედგება.