ქობულეთში ზარალს ითვლიან

04 მარტი 2022, 10:51 1488 ნახვა

ქობულეთში ძლიერი ქარისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. მერიაში თათბირი გაიმართა, რომელზეც დაზარალებული ოჯახების შესახებ იმსჯელეს. მათ მუნიციპალიტეტი დროებით ქირით, ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაიყვანს.

გუშინ, ქობულეთში ძლიერი ქარის  გამო  რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.  ქარმა საცხოვრებლებს  სახურავი გადახადა და წააქცია ხეები, რომლებმაც ავტომობილები დააზიანა, რამდენიმე საათით შეფერხებული იყო ბობოყვათის ცენტრალური გზაზე საავტომობილო მოძრაობა. ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა ქვედა კვირიკეში, ყოფილი მეურნეობის ორ სართულიან შენობასაც.  8  ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.

ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში ამბობენ, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში დახმარების თხოვნით  10  შეტყობინება შევიდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი