ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კონფერენცია შუახევში

01 ივლისი 2025, 14:01 330 ნახვა

შუახევში მუნიციპალიტეტის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პირველი მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული უსაფრთხო და პოზიტიური სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემოს შექმნის პროცესში გამოყენებული წარმატებული მიდგომებისა და პრაქტიკების, ბაღის მართვისა და პერსონალის მხარდამჭერი ღონისძიებების, ინოვაციური ხედვებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების გაზიარება.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების, სტრუქტურული ერთეულებისა და ალტერნატიული ჯგუფების აღმზრდელები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებმაც წარმოადგინეს მოხსენებები.

კონფერენციის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ, ხოლო საუკეთესო მოხსენებების ავტორები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება გაიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებითა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების ორგანიზებით.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი