ქობულეთში დიდთოვლობისგან მიყენებული ზარალი 4 მილიონ ლარს აჭარბებს

19 მარტი 2025, 14:19 332 ნახვა

ქობულეთში დიდთოვლობისგან მიყენებული ზარალი წინასწარი მონაცემებით , 4 მილიონ ლარზე მეტია,  შესაძლოა  ეს ციფრი გაიზარდოს - ინფორმაციას ქობულეთის მერიაში გვიდასტურებენ.

თვითმმართველობის  სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის მონაცემებით,  ამ დროისთვის 700 საცხოვრებელი სახლი აღირიცხა, რომლებიც დიდთოვლობამ მნიშვნელოვნად დააზიანა.

ლევან ზოიძე ამბობს, რომ ყველა დაზარალებული მოქალაქის განცხადებას შესაბამისი კომისია სწავლობს და გათვალისწინებულია დახმარება ძირითადად ფინანსური კომპენსაციის სახით.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში