ქობულეთში დიდთოვლობის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან 

04 მარტი 2025, 14:19 139 ნახვა

დიდთოვლობის გამო მიყენებულ ზარალს ითვლიან ქობულეთის მუნიციპალიტეტში. მაუწყებელს დაუკავშირდნენ მოქალაქეები სოფელ ჯიხანჯურიდან. რომლებიც დახმარებას ითხოვენ.

ამბობენ, რომ დიდთოვლობამ მათ საცხოვრებელ სახლები და დამხმარე ნაგებობები დაუზიანდათ. მოსახლეობა  მიყენებული ზიანის ანაზღაურებას  ითხოვს. დიდთოვლობამ  200-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დააზიანა, დაზარალებულების მდგომარეობას სპეციალური კომისია სწავლობს.

მოქალაქეების ნაწილი ალტერნატიულ საცხოვრებელშია გადაყვანილი. როგორც ქობულეთის მერი ამბობს, ყველა დაზარალებული შესაბამის დახმარებას მიიღებს.

ამ დროისთვის ყველა სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია, მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდის პროცესი. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში