დიდთოვლობის შედეგებს ისევ ებრძვიან მუნიციპალიტეტებშიც. ქობულეთში ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება დაახლოებით 50-მდე აბონენტს. ხოლო გაზი 223 აბონენტს. სასმელი წყალი 10 სოფელს არ აქვს.
მუნიციპალიტეტში ჯამში ორასამდე სახლის სახურავი დაზიანდა. დაზარალებულები უსაფრთხო ადგილებზე არიან გადასულები. ხელვაჩაურში ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზების გაწმენდა დასრულდა. შიდა სასოფლო გზების გაწმენდის სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.
ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზების უმეტესი ნაწილი გაწმენდილია, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში.
ხვალიდან აჭარაში სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი აღდგება.