ინფრასტრუქტურული პროექტები ხელვაჩაურში

02 მაისი 2025, 11:29 165 ნახვა

ხელვაჩაურში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. სოფელ ერგეში 11 სართულიანი, სოციალური სახლის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც ბინები 121 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა. 

სოფელ განთიადში 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა მიმდინარეობს ერგეშიც.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დასრულდა სოფელ აგარის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში