სტიქიის სალიკვიდაციო კომისია ამ ეტაპზე სწავლობს ყველა დაზარალებული ოჯახის მდგომარეობას ქობულეთში.ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ზარალის ოდენობა ჯერ-ჯერობით დათვლილი არაა, შემთხვევებს გეოლოგიური სამსახური იკვლევს.
დიდთოვლობით დაზარალებული ოჯახები გადაყვანილი არიან უსაფრთხო ადგილას. სტიქიამ 200 საცხოვრებელი სახლი დააზიანა.
მერიის ინფორმაციით, ენერგომომარაგება მუნიციპალიტეტში აღდგა, აბონენტებს შეფერხების გარეშე მიეწოდებათ ბუნებრივი აირი და სასმელი წყალი. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ არის ინდივიდუალური შემთხვევები, სადაც წყლის გამტარ მილებს შეკეთება სჭირდება.
გრძელდება შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი პროცესი.