გოგა ბითაძემ კარიერის რეკორდი გააუმჯობესა

18 იანვარი 2022, 10:40 1068 ნახვა

გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი“  NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს „კლიპერსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 133-139 დამარცხდა.

მაილს ტერნერი არყოფნაში გოგას წინა შეხვედრებისგან განსხვავებით მეტი სათამაშო დრო მისცეს.

გოგა ბითაძემ 24:37 წუთი  ითამაშა. ამ ხნის განმავლობაში 17 ქულას, 8 მოხსნას, 2 პასსა და 2 დაფარებას მოუყარა თავი.

გოგამ 8-დან 6 ორქულიანი, ერთი სამქულიანი და ორივე საჯარიმო გამოიყენა. 

ამით ქართველმა პირადი  რეკორდი გააუმჯობესა. მას აქამდე  ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ მატჩში ყველაზე მეტი, 14 ქულა ჰქონდა ჩაგდებული. ეს რიცხვი გოგამ 17 მდე გაზარდა.

შემდეგ მატჩს  "ინდიანა პეისერსი“ 20 იანვარს "ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი