ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია

17 დეკემბერი 2021, 16:59 1346 ნახვა

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა. ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ ატაცში 210/218/225 კგ. დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

ლაშამ ამ დისტანციაში 225 კილოგრამის დაძლევით თავისივე დამყარებული მსოფლიოს რეკორდი 2 კგ-ით გააუმჯობესა. ტალახაძემ აკვრაში 247/257/267 კილოგრამები დააფიქსირა და აქაც ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა ძალოსანმა ამ დისტანციაშიც 267 კგ-ით თავისივე მსოფლიოს რეკორდი 2 კგ-ით გააუმჯობესა. ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძემ 492 კგ. დააფიქსირა ოქროს მედალი მოიპოვა და ორჭიდის ჯამში მისივე დამყარებული მსოფლიოს რეკორდი 4 კგ-ით გააუმჯობესა.

ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური, ხუთგზის მსოფლიო და ხუთგზის ევროპის ჩემპიონია. საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი