კარატისტი გოგიტა არქანია მსოფლიო ჩემპიონია

20 ნოემბერი 2021, 18:31 1171 ნახვა

ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია მსოფლიოს ჩემპიონია.

დუბაიში მიმდინარე კარატისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 37 წლის არქანიამ იტალიელი სიმონე მარინო დაამარცხა და მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

პირველად ეს ტიტული გოგიტამ 2014 წელს მოიგო.

შეგახსენებთ რომ გოგიტა არქანია წელს ზაფხულში ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობდა სადაც მე-5 ადგილი დაიკავა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში