ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე 

28 აგვისტო 2021, 12:00 790 ნახვა

საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველომ რეკორდული, 28 მედლის მოპოვება შეძლო. ქართული დელეგაციის ანგარიშზე 16 ოქროს, 7 ვერცხლის, 5 ბრინჯაოს და ევროპის 10 რეკორდია. დაფიქსირებული 10 რეკორდიდან, 9 დებიუტანტ ხონელ ძალოსანს, მარიამ მურღვლიანს ეკუთვნის.

მან  ჩვენს ქვეყანას 3 ოქროს მედალი მოუპოვა. მარიამმა სამივე დისციპლინაში წარმატებით იასპარეზა და გახდა პირველი ქართველი გოგონა, ვინც კონტინენტის პირველობაზე თავი ოქროს მედლებს მოუყარა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი