7 აგვისტოს ოლიმპიურ თამაშებზე ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

06 აგვისტო 2021, 23:00 3194 ნახვა

7 აგვისტოს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური გუნდიდან იასპარეზებს ორი სპორტსმენი ️ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ.) დამამშვიდებელ წრეში ხვალ დილიდან ჩაერთვება და რეპეშაჟის ნახევარფინალში აზერბაიჯანელ მოწინააღმდეგეს შეხვდება.

გამარჯვების შემთხვევაში კი ბრინჯაოს მედლისთვის ფინალურ ბლოკში კუბელ მეტოქეს დაუპირისპირდება. ️7 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს კარატეში პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი, ასევე ევროპის ჩემპიონატის და ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი გოგიტა არქანია (+75 კგ), რომელსაც ჯგუფში ოთხი საკვალიფიკაციო შეხვედრა ელის იაპონელ, თურქ, გერმანელ და ყაზახ მეტოქეებთან.

შეხვედრები 11:45 - 15:35 საათი (თბილისის დრო) დაიწყება.

ამ დროისათვის საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს. ამ მაჩვენებლით კი საქართველოს 206 დელეგაციას შორის 26-ე ადგილს იკავებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში