დღეს ოლიმპიურ თამაშებზე ორი ქართველი იასპარეზებს

04 აგვისტო 2021, 09:42 1551 ნახვა

4 აგვისტოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის 2 წევრი იასპარეზებს.

13:15 საათზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ფინალური ბლოკი დაიწყება, სადაც 67 კგ.წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ამის შემდეგ ბრძოლაში ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე ჩაერთვება.

ქართველი მძიმეწონოსანი 14:45 საათზე დაიწყებს ასპარეზობას.

ამ დროისათვის საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ჯამში 6 მედალი აქვს. 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში