ფარიკაობის ფედერაციის დამფუძნებლის თენგიზ მორჩილაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ფარიკაობაში დღეიდან დაიწყო და სამ დღეს გაგრძელდება. ტურნირში 6 ქალაქის 130 სპორტსმენი იასპარეზებს. ხმლით ფარიკაობაში გამარჯვებულებს სპეციალური პრიზი გადაეცემათ. სწორედ ამ სახეობაში ასპარეზობდა თენგიზ მორჩილაძე.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            