რეზი დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა

09 აპრილი 2021, 15:43 1038 ნახვა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე 89 კგ. წონით კატეგორიაში რევაზ დავითაძემ 3 მედალი მოიპოვა. დავითაძემ საქართველოს ნაკრებს 1 ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოუტანა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 166 და 171 კგ დააფიქსირა, მესამე ცდაზე 176 კგ ვერ დაძლია, რის შედეგადაც ამ დისციპლინაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე აქამდე შოთა მიშველიძემ ორი ვერცხლი და გოგა ჩხეიძემ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 5 ქართველი ძალოსანი იასპარეზებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი