ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ მსოფლიომ არ უნდა დაკარგოს ის პროგრესი, რაც პანდემიასთან წინააღმდეგ ბრძოლაში მიაღწია. მისივე თქმით, პანდემიის კონტროლის ინსტრუმენტები არსებობს, მაგრამ ისინი უნდა გამოიყენონ თანმიმდევრულად და სამართლიანად.
11 მარტს ერთი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ 19-ის გამო შექმნილი კრიზისი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.