სპორტისა და ხელოვნების სკოლები გახსნას ელიან

17 თებერვალი 2021, 20:05 1091 ნახვა

შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპის მოლოდინშია სასპორტო და სახელოვნებო სკოლები. პანდემიის შედეგად, ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დაზარალებული სპორტი აღმოჩნდა, როგორც კონტაქტური სფერო, სადაც უმეტეს სახეობებში დისტანციის დაცვა, უბრალოდ, შეუძლებელია. პირიქით – ეს სწორედ კონტაქტის, ერთმანეთთან უშუალო ჭიდილის სფეროა.

ეპიდემიის დასაძლევად დაწესებული შეზღუდვები რთულია სახელოვნებო სკოლებისთვისაც, პედაგოგებს ყველაზე მეტად დამწყებ ჯგუფებში მეცადინეობები უჭირთ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში