კიდევ ერთი ნატურალიზირებული კალათბურთელი საქართველოს ნაკრებში

13 თებერვალი 2021, 12:00 721 ნახვა

საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს ახალი ნატურალიზებული ამერიკელი მოთამაშე ჰყავს. საუბარია 25 წლის კონერ ფრენკამპზე რომელიც ესპანურ ‘’მურსიაში’’ ასპარეზობს და ლიგა ენდესაში საკმაოდ კარგი სტატისტიკა აქვს.

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში ბურგოსელი თად მაკფადენი თამაშობდა. ახალი ლეგიონერი, 25 წლის ფრენკამპი კი, უცხოური სააგენტოს ინფორმაციით ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდს  უკვე თებერვლის საკვალიფიკაციო მატჩებში სერბეთისა და ფინეთის წინააღმდეგ დაეხმარება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი