დინამო ბათუმმა პოლონურ კლუბს ლოზანის საარბიტრაჟო სასამართლოში დავა მოუგო

12 იანვარი 2021, 14:47 1695 ნახვა

დინამო ბათუმმა პოლონურ კლუბ ''ნიეცაჩას ტერმალიცას''  ‘’ლოზანის საარბიტრაჟო სასამართლოში’’ დავა მოუგო. საქმე ეხებოდა დინამო ბათუმის ყოფილ მოთამაშეს ნიკა კვანტალიანის ტრანსფერს, რომელიც 2018 წლის იანვარში პოლონურ გუნდში დინამო ბათუმიდან  გადავიდა. ''ტერლამიცამ'' ბათუმელთათვის ფეხბურთელის სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდაზე უარი თქვა, რის შედეგადაც დინამო ბათუმმა პოლონურ გუნდს ''ფიფაში'' უჩივლა.  ფიფამ ქართული კლუბი გაამართლა და პოლონელებს თანხის გადახდა დააკისრა, თუმცა  პოლონურმა გუნდმა ამბავი ''ლოზანის საარბიტრაჟო სასამართლოში'' გაასაჩივრა, რომელმაც საქმის ხანგრძლივი განხილვის შემდეგ ''ტერმალიცას'' აპელაცია არ დააკმაყოფილა და ფიფას მიღებული გადაწყვეტილება არათუ ძალაში დატოვა, არამედ იურიდიული ხარჯების გადახდაც პოლონურ გუნდს დააკისრა.  ისტორიის მანძილზე  ქართული კლუბის საქმე ლოზანის სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში პირველად განიხილეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში