რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებს აპროტესტებენ

02 ივლისი 2020, 14:24 1346 ნახვა

„ჩვენ უკვე ოფიციალურ დიქტატურაში ვცხოვრობთ. საზოგადოებამ საბოლოოდ უნდა განსაზღვროს მისი პოლიტიკური ინტერესი და ეს არა პუტინი, არა დიქტატურა, არამედ თავისუფლებაა“-ამ სიტყვებით მოსკოვის საკრებულოს  დეპუტატობის კანდიდატმა იულია გალიამინამ დედაქალაქში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა.

მოსკოვის ცენტრში რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის ათობით მოწინააღმდეგე შეიკრიბა. აქციაზე, რომელიც  მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა,   ძველთან ერთად ახალი  მოწოდებებიც  ისმოდა.

„რუსეთი იქნება თავისუფალი, პუტინი ქურდია, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, ძირს მეფე,  საუკეთესო შესწორება - პუტინის გადაყენებაა“. მოსკოვის ცენტრში მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველებიც. ისინი მომიტინგეებს მხოლოდ დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებდნენ.

საკონსტიტუციო ცვლილებებს ამომრჩევლების 77,93% პროცენტმა დაუჭირა მხარი, 21,26 % კი - წინააღმდეგ გამოვიდა. ასეთია ცენტრალურ საარჩევნო კომისიის მონაცემები ამომრჩეველთა  ხმების 99,9 %-ის დათვლის შედეგად. ცვლილებები პუტინს 2036 წლამდე ძალაუფლების გახანგრძლივების იურიდიულ საფუძველს უქმნის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი