იაპონიის კუნძულ კიუსიუზე ვულკანი საკურაჯიმა ამოიფრქვა

16 ნოემბერი 2025, 19:56 149 ნახვა

იაპონიის დასავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულ კიუსიუზე ვულკანი რამდენჯერმე ამოიფრქვა. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს განცხადებით, ვულკანი საკურაჯიმა კუნძულ კიუსიუს სამხრეთ ნაწილში ამოიფრქვა.

მოგვიანებით კიდევ ორი ამოფრქვევა დაფიქსირდა.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს არის ვულკანის პირველი ამოფრქვევა თითქმის 13 თვის განმავლობაში, როდესაც ამოფრქვეული ფერფლის სიმაღლემ 4 კილომეტრს მიაღწია.

ამასთან, ვულკანის ამოფრქვევის გამო ქალაქ კაგოშიმას აეროპორტში 30 ავიარეისი გაუქმდა.

საკურაჯიმა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია და სხვადასხვა დონის ამოფრქვევები რეგულარულად ხდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე