გაერთიანებული სამეფო საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს

16 ნოემბერი 2025, 19:55 122 ნახვა

დიდი ბრიტანეთის მთავრობა თავშესაფრის მაძიებელთა ყველაზე მასშტაბურ რეფორმას იწყებს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.მედიის ცნობით, რეფორმის ფარგლებში თავშესაფრის მაძიებელთა სტატუსი დროებითი გახდება, ხოლო მუდმივ საფუძველზე ქვეყანაში დარჩენის მსურველთათვის ვადა გაოთხმაგდება და 20 წლამდე გაიზრდება.

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ შთაგონებას დანიის მიდგომიდან იღებენ, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია.რეფორმის ფარგლებში გაუქმდება კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებდა თავშესაფრის მაძიებლებისთვის გარკვეულ მხარდაჭერას, მათ შორის საცხოვრებლით უზრუნველყოფას და ყოველკვირეული შემწეობის გადახდას.

საშინაო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, შაბანა მაჰმუდის თქმით, ეს ზომები გავრცელდება თავშესაფრის მაძიებლებზე, რომლებსაც შეუძლიათ იმუშაონ, მაგრამ არ სურთ. მისი თქმით, ზომები ასევე მათ შეეხებათ, ვინც კანონს არღვევენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე