გაზიარება:

''მე თქვენ ზვიად სირაბიძის გადაცემიდან გაგიცანით'' - ეს ფრაზა მოუსმენია ყველა იმ ადამიანს, ვინც ''პროექციის'' რესპოდენტი იყო. ბოლო 12 წლის მანძილზე გადაცემის ავტორი ახერხებს საზოგადოებას გააცნოს საინტერესო ადამინები და ხშირად რესპოდენტებს თავად დაეხმაროს საკუთარი თავის შეცნობაში.

დიალოგი ზვიად სირაბიძესთან არის გულწრფელი საუბარი მეგობართან, რომელიც გახსენებს შენივე  თავს, რომელიც თურმე  ყოველდღიერ რუტინაში გადაგვიწყდა. ეს არის გადაცემა, სადაც ისვენებ და რწმუნდები, რომ  თითოეული ჩვენგანი განუმეორებელი ადამიანია. ეს არის გადაცემა, რომელიც გვაცნობს სხვა კადრების პოტენციალს და გზას უხსნის მათ საზოგადო საქმეებისკენ.

აღმოაჩინე  სხვა და საკუთარი თავი, უყურე ''პროექციას'' ყოველ კვირას,  22:00 საათზე,  აჭარის ტელევიზიით

ავტორი და წამყვანი - ზვიად სირაბიძე
პროდიუსერი და რეჟისორი - ნანა ახვლედიანი
ქრონომეტრაჟი - 35 წთ.