ბათუმში ქვიშის ხელბურთის ევროპის ჩემპიონატი გაუქმდა

11 მაისი 2020, 18:47 1856 ნახვა

ევროპის ხელბურთის ფედერაციამ  2019-20 წლების სეზონის დასკვნითი ნაწილის საბოლოო კალენდარი გამოაქვეყნა. ტურნირების უმეტესობა გაუქმებულია. დასახელდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტებიც.  უპირველესად, იმ სანაკრებო შეჯიბრებების შესახებ ვისაუბრებ, რომელშიც საქართველოს ნაკრებები მონაწილეობენ: ვაჟთა 18 და 20 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატები 2020 წლის აგვისტოში ვერ გაიმართება. განიხილება საკითხი, რომ ეს ორი ტურნირი გადაიტანონ 2021 წლის იანვარში. გადაწყვეტილება ივნისში გამოცხადდება. ასევე ცნობილი გახდა, რომ 16-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი გაუქმდა. გაუქმდა ქვიშის ხელბურთის ევროპის ჩემპიონატიც, რომელიც  3-5 ივლისს ბათუმსა და სალონიკიში უნდა გამართულიყო. რაც შეეხება ოლიმპიადის  შესარჩევ ტურნირებს, ქალთა და კაცთა შორის 2021 წლის გაზაფხულზე გაიმართება. მთავრობის დადგენილებით შეზღუდვების მოხსნა 6 ივლისიდან იგეგმება. შესაბამისად, საქართველოს ხელბურთის ფედერაცია გადაწყვეტილებას 2019-20 წლის სეზონის შესახებ ამ გეგმის მიხედვით მიიღებს.

ია სართანია
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში