მუნიციპალიტეტის გამგებელი ქობულეთელ მოჭიდავეს შეხვდა, რომელმაც ჭიდაობის თავისუფალ სტილში 17 სექტემბერს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 16 წლის თორნიკე ქათამაძე ჩემპიონატზე 50 კგ წონით კატეკორიაში იბრძოდა. მას მუნიციპალიტეტისგან ფულადი ჯილდო გადაეცა.