საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა მალტა დაამარცხა 

15 ოქტომბერი 2025, 09:41 94 ნახვა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მესამე მატჩი გამართა. ქართველებმა მალტასთან სტუმრად 5:0 გაიმარჯვეს. რამაზ სვანაძის გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შესვენებაზე ორბურთიანი სხვაობით გავიდა. პირველი გოლი ხარებაშვილმა გაიტანა, ხოლო მეორე დადიანმა. მეორე ტაიმში გიორგი ტაბატაძემ გაიტანა. ნარიმანიძემ სხვაობა ოთხამდე გაზარდა.

საფინალო ანგარიში კი ბასილაძემ დააფიქსირა – 5:0. სამი ტურის შემდეგ ექვსგუნდიან ჯგუფში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 5 ქულით მესამე ადგილზეა. მას მხოლოდ გერმანია 6 ქულით და საბერძნეთი 9 ქულით უსწრებენ. ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფის პირველადგილოსნები ითამაშებენ.

მეორე ადგილზე გასულებს შორის საუკეთესო ავტომატურად მიიღებს ევრო 2027-ის საგზურს, ხოლო დანარჩენი რვა პლეი ოფს ითამაშებს.

მომდევნო მატჩებს საქართველო ნოემბერში საბერძნეთსა და გერმანიასთან გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში