დღეს 22:45 წუთზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ შეხვედრაზე თურქეთი საქართველოს უმასპინძლებს. ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა ,რადგან საქართველოს აუცილებლად სჭირდება გამარჯვება.
ამ მომენტისთვის ჯგუფში ესპანეთს 9 , თურქეთს 6 და საქართველოს 3 ქულა აქვს.
ნაკრების საგულშემატკივროდ თურქეთში უკვე ჩავიდა საქართველოს პრეზიდენტი ოჯახით , რომელსაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე