საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა რომში კიდევ ორი მედალი მოიპოვა

29 იანვარი 2020, 10:11 2339 ნახვა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა რომში მიმდინარე მსოფლიოს თასზე კიდევ ორი მედალი მოიპოვა. გოგა ჩხეიძემ საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლები მოუტანა.

იტალიის დედაქალაქში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო თასზე, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდება გოგა ჩხეიძემ ატაცში სამივე მისვლა 125/129/133 წარმატებით გამოიყენა და მეოთხე საფეხური დაიკავა.

ქართველმა ძალოსანმა აკვრაში თავი 151/158 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, ჩხეიძე ორჭიდის ჯამში მოგროვებული 291 კილოგრამითაც კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე შედგა.

იტალიაში გუშინ შოთიკო მიშველიძემაც იასპარეზა, რომელმაც საქართველოს ნაკრებს 3 ვერცხლის მედალი მოუტანა. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 5 მედალია.

იტალიაში ძალოსნობის მსოფლიო თასი 27 იანვარს დაიწყო და 31 იანვარს დასრულდება. მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ასპარეზობს. ნაკრების ღირსებას კი 4 ძალოსანი იცავს, ესენი არიან: შოთა მიშველიძე, გოგა ჩხეიძე, ანტონ პლესნოი და ლაშა ტალახაძე.

 

 

 

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი