ქართველმა ძალოსნებმა 2020 წელს პირველი მედლები მოიპოვეს

28 იანვარი 2020, 09:51 1876 ნახვა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა 2020 წლის პირველი მედლები მოიპოვა. შოთა მიშველიძემ იტალიაში 3 ვერცხლის მედალი მიიღო. რომში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო თასზე, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდება, შოთა მიშველიძემ 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ატაცში. ძალოსანმა სამივე მისვლა - 123/128/131 წარმატებით გამოიყენა.

მიშველიძემ აკვრაში თავი 145/151/155 კილოგრამს გაართვა და აქაც ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ძალოსანმა იგივე შედეგი დააფიქსირა ორჭიდის ჯამში დაგროვებული 286 კილოგრამითაც.

იტალიის დედაქალაქში ძალოსნობის მსოფლიო თასი 27 იანვარს დაიწყო და 31 იანვარს დასრულდება. მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ასპარეზობს. ნაკრების ღირსებას კი 4 ძალოსნი იცავს, ესენი არიან: შოთა მიშველიძე, გოგა ჩხეიძე, ანტონ პლესნოი და ლაშა ტალახაძე.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი