900 ჰექტარი ტყის ფართობი გაანადგურა კანარის კუნძულებზე ხანძარმა. სტიქიის ზონიდან 1000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ცეცხლის ჩასაქრობად ხელისუფლება თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს იყენებს.
პოლიცია აცხადებს, რომ ხანძარი სავარაუდოდ ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების მიერ მეტალების შესადუღებელი ელექტრომოწყობილობის გამოყენების გამო გაჩნდა.
„ევრონიუსი“ წერს, რომ სამართალდამცველებმა 55 წლის მამაკაცი დააკავეს.